ჩინეთში, კორონავირუსის სრულად გაქრობის მიზნით, კვლავ უმკაცრესი წესებია. ჩინეთის მთავრობა ატარებს ე.წ. ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ადამიანები სახლებში არიან გამოკეტილნი.
ზოგიერთი მათგანი სპეციალურ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. აღნიშნულის გამო ჩინეთში საპროტესტო აქციებია, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება ჯერჯერობით დამოკიდებულებას არ ცვლის.

ეს ფოტო პეკინშია გადაღებული და მასზე "პანდემიის პრევენციის მუშაკები" არიან აღბეჭდილები. ისინი თავიანთი ცვლის დაწყებას ელოდებიან, რათა თვალყური მიადევნონ შენობებს, სადაც მოსახლეობა კარანტინშია.
ფოტოს სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.