ავტორი:

როგორ მიულოცა სერხიო რამოსმა გამარჯვება ილია თოფურიას

როგორ მიულოცა სერხიო რამოსმა გამარჯვება  ილია თოფურიას

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში მორიგი წარმატებული ბრძოლა გამართა. "ელ მატადორი" ამერიკელ ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდა და ორრაუნდიან ბრძოლაში, რომელიც ქართველის დომინაციით მიმდინარეობდა, ილაიმ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

UFC 282-ი მიტჩელისა და თოფურიას ბრძოლით გაიხსნა.

ქართველ სპორტსმენს გამარჯვება ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა მიულოცა. "გილოცავ, ძმაო" - წერს რამოსი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე და თოფურიას ასპარეზობის ვიდეოს აქვეყნებს.