ავტორი:

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა? - კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი

ექიმი თერაპევტი მარინა ნატროშვილი წლებია მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა „უნივერს დენტალში“. ხშირად გაისმის კითხვა, რა არის ენდოდონტია და რატომ არის საჭირო მსგავსი პროცედურების ჩატარება, რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ექიმს და რა საფრთხეებისგან გვიცავს თუნდაც ერთი კონსულტაცია. სწორედ ამაზე სასაუბროდ შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით მარინა ექიმს.

რას წარმოადგენს ენდოდონტიური მკურნალობა?

არასპეციალისტებისთვის განვმარტოთ, რომ ენდოდონტიური მკურნალობა არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი სტომატოლოგი (ენდოდონტისტი) ბჟენს კბილის ფესვების არხებს. ამის საჭიროება კი შეიძლება დადგეს, არა მხოლოდ კარიესის გართულების შემთხვევაში, არამედ ტრავმების, ღრძილების დაავადების დროსაც. ამ მდგომარეობას ჩვეულებრივ ახლავს ტკივილი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და პაციენტს წარმოდგენა არ ჰქონდეს ამის შესახებ. სწორად ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობით კი შესაძლებელია არა მხოლოდ კბილის შენარჩუნება, არამედ მისი ღეჭვითი ფუნქციის სრულად აღდგენა.

რა არის საჭირო ხარისხიანი ენდოდონტიური მკურნალობის ჩასატარებლად?

გარდა იმისა, რომ ექიმი უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, ხარისხიანი ენდოდონტიური მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. ენდოდონტიური ბუნიკი, მიკროსკოპი, ვიზიოგრაფი, აპექს ლოკატორი, დიდი არსენალი წვრილი ინსტრუმენტების და არხის ხარისხიანი საობტურაციო მასალა.

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც ენდოდონტიური ჩარევა უკვე დაგვიანებულია?

სამწუხაროდ პაციენტს დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობა იყოს უშედეგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კბილის შენარჩუნება არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ კბილი მაშინვე არ ამოვიღოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად. ყველა კბილს აქვს თავისი ფუნქცია და ვერცერთი ხელოვნური კბილი, იმპლანტის ჩათვლით, ვერ ცვლის საკუთარ, თუნდაც დეპულპირებულ კბილს.

რატომ და როდისაა საჭირო ენდოდონტიური ჩარევა?

არხებთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად წარმოიქმნება კარიესის არადროული ან არასწორი მკურნალობის დროს. სტომატოლოგთან კონსულტაციაზე წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვიზიტის შემთხვევაში, ასევე წელიწადში ორჯერ პროფესიულ წმენდის ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კარიესის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება. კარიესის მკურნალობა კი ბევრად მარტივი და ეკონომიურად უფრო ხელმისაწვდომია.

არის თუ არა ენდოდონტიური მკურნალობა სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული პროცედურა?

თანამედროვე სტომატოლოგიაში ნებისმიერი მანიპულაცია და მათ შორის ენდოდონტიური ჩარევაც არის აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურა, თუმცა პაციენტებში მაინც არსებობს გარკვეული შიშის ფაქტორი. ამის დაძლევაში დაგეხმარებათ თქვენთვის სანდო და საიმედო ექიმთან ვიზიტი და მასთან სრულყოფილი კომუნიკაცია.

NS