ავტორი:

"თუ რუსეთის მხრიდან იქნება პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ" - კახა კალაძე

"თუ რუსეთის მხრიდან იქნება პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, პრობლემა არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.

"რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, - განაცხადა კახა კალაძემ.