ავტორი:

რუსეთში სასამართლომ დააჯარიმა მამაკაცი იმის გამო, რომ ზელენსკი დაესიზმრა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა

რუსეთში სასამართლომ დააჯარიმა მამაკაცი იმის გამო, რომ ზელენსკი დაესიზმრა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა

რუსულმა სასამართლომ ადგილობრივი ივან ლოსევი 30 000 რუბლით დააჯარიმა, რისი მიზეზიც ახალგაზრდა კაცის მიერ სოციალურ ქსელში საკუთარი სიზმრის მოყოლა გახდა. საქმე იმაშია, რომ ლოსევის სიზმარში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიგურირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას "The insider" -ი ავრცელებს.

"წუხელ დამესზმრა, რომ მობილიზებული ვიყავი და რაღაც ბანაკში მიმიყვანეს. უეცრად, ზელენსკის მეთაურობით მებრძოლები შემოიჭრნენ, შემოიკრიბნენ ყველანი დ სიკვდილით დასჯას გვიპირებდნენ. ამ დროს ზელენსკი ჩემთან მოდის და მეუბნება: "აჰ, მე ვნახე შენი "სთორები" "ინსტაგრამზე". დიდება უკრაინას!“ - მე ვპასუხობ: დიდება გმირებს!.

ზელენსკი მოწონებით ხელს მხარზე მარტყამს და მეუბნება: "გაუშვით ეს და დასაჯეთ ყველა დანარჩენი.“

ასე რომ, ჩვენ, მე და ის, გვერდიგვერდ ვიდექით. ვუყურებ ზელენსკის და ვეუბნები: - შეიძლება თუ არა შენთან სელფის გადაღება ჩემი ინსტაგრამისთვის- მეთქი? ზელენსკი ამბობს: "რა თქმა უნდა“, - დაწერა ლოსევმა სოციალურ მედიაში.

სწორედ ამ სიზმრის გამო, ის "რუსული არმიის დისკრედიტაციაში" ცნეს დამნაშავედ და დააჯარიმეს.