უკრაინაში, ბახმუტთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას გმირულად დაღუპული ქართველი მეომრის, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას მამა, ვეტერანი მეომარი არჩილ ხოფერია "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.
"სამძიმარზე და ტკივილის გასაზიარებლად ჩემთან მოსული იყვნენ გენერალური შტაბის ორი უფროსი დევი ჭაკვეტაძე და ზაზა გოგავა... ბატონმა დავით თევზძემ ტელეფონით მომისამძიმრა. ასევე გახლდათ გენერალ - მაიორი მამუკა ყურაშვილი. ჩემ უშუალო მეთაურზე გენერალ- მაიორ გია ვაშაკიძეს არაფერს ვამბობ, ჩვენ საბრძოლო მეგობრობა გვაკავშირებს. ეს დღეები ჩემთან იყო და მისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენერალ - მაიორმა კობა კობალაძემ, რომელსაც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან ვიცნობდი, ესაა მეომართა ერთობა, სამწუხაროდ, ამჟამად სხვადასხვა მხარეს მდგარი, რომელიც ჩემმა ძველი მეომრის ტკივილმა და ასევე უბრალო მებრძოლის დაცემამ გააერთიანა. ჭირში ერთობა არის ჩვენი გადარჩენის საფუძველი .მადლობა ყველას ერთად ...
P.S. უძლურებაში მყოფმა გია ყარყარაშვილმა ასევე გადმომცა სამძიმარი. მომისამძიმრეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის მებრძოლებმაც, ჩვენ შორის სისხლი იყო".