ავტორი:

"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?

"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირებაში, პენალტების სერიაში, როდრიგო ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ვინც პენალტების სერიის დროს ვერ გაიტანა. მან პირველმა დაარტყა... სამხრეთ ამერიკელები ტურნირს გამოეთიშნენ, ხორვატები კი ნახევარფინალში ახლა არგენტინას შეხვდებიან.

გავარდნის შემდეგ მადრიდის "რეალის“ ფეხბურთელი ნეიმარმა ანუგეშა. "პსჟ"-ს თავდამსხმელმა სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერის სქრინები გაასაჯაროვა.

ნეიმარი:

"აქ ვარ, რომ გითხრა, შენ ვარსკვლავი ხარ... ჩემთვის დიდი პატივია, რომ შენი კარიერის ნაწილი ვარ, შენი კუმირი და ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ხდები ბრაზილიის ერთ-ერთი ვარსკვლავი.

პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს - ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მათზე ვსწავლობდი...

მე არასდროს ვნებდებოდი, ყოველთვის ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი. შენ მომწონხარ არა მხოლოდ იმიტომ, თუ რა კარგი ფეხბურთელი ხარ, არამედ იმიტომ რომ კეთილი გულის პატრონი ხარ. მტკიცედ იდექი, კრიტიკა და წნეხი კიდევ უფრო ძლიერად გადაგაქცევს და გახსოვდეს, რასაც გეტყვი - შენ ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ.

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, რამდენიმე დღე გაითიშე, დაისვენე და ახალი ძალებით დაბრუნდი. თუ რამე გჭირდება, მე აქ ვარ - ჩვენ ერთად ვართ“.

როდრიგო:

"მთელი გულით გიხდი მადლობას, შენ ჩემი კუმირი ხარ! მაპატიე, რომ შენი ოცნებაც გადავდე, ვიმედოვნებ, შენ გააგრძელებ ნაკრებში თამაშს და ჩვენ ერთად მოვიგებთ. მადლობა სიყვარულისთვის, ჩვენ ერთად ვართ!“.

ნეიმარი:

"ნუ იხდი ბოდიშს, შენ რა, გაგიჟდი? ჩვენ ერთად ვართ. თავს გაუფრთხილდი.“

როდრიგო:

"არის რაღაცები რაზეც უნდა ვიმუშავო“.

როდრიგოსთვის ეს პირველი დიდი ტურნირი იყო. სასიამოვნოა, როცა გუნდის ლიდერი ასე ამხნევებს ასაკით პატარა ფეხბურთელებს.

ნეიმარმა ანალოგიურად გაამხნევა მარკინიოსი, ტიაგო სილვა და მწვრთნელი ტიტე.

ნეიმარი მარკინიოსს: "უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე შენი ფანი ვარ და ეს პენალტი შენს შესახებ ჩემს აზრს არ შეცვლის. მე შენთან ვარ და შენ ეს იცი. მიყვარხარ“.

ნეიმარი ტიაგო სილვას: "მე ძალიან მინდოდა ეს თასი შენთვის მეჩუქებინა. შენ და დანი ალვესმა ეს დაიმსახურეთ“.

ნეიმარი ტიტეს: "თქვენ ყოველთვის იქნებით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც მე ოდესმე მყოლია ან მეყოლება. შენ დაიმსახურე თასი, ჩვენ ყველამ დავიმსახურეთ, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად გადაწყვიტა. მოთმინება გვჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ასე იყო საჭირო“.

იხილეთ ასევე:

  • პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია

მოამზადა ანრი კურტანიძემ