ავტორი:

ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

როგორც ცნობილია, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავა. მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი წევრი იტალიიდან პიერ-ანტონიო პანციერი, ევროპარლამენტის კონსულტანტი ფრანჩესკო ჯორჯი (ევა კაილის "ცხოვრების თანამგზავრი") და პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ლუკა ვისენტინი.

ბრიტანული "სფექთეითორი" (The Spectator) ევროპარლამენტში მომხდარ სკანდალს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "რამდენად შეუძლია ევროკავშირს კატართან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს გადაურჩეს?"

  • გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსხვილმა კორუფციულმა სკანდალმა ერთ-ერთ ევროპელ პოლიტიკოსს კარიერა დაუსამარა: ევა კაილის კარიერული აღმსავლა კატასტროფული კრახით დასრულდა. იგი დაპატიმრებულია. ბელგიის პოლიცია აცხადებს, რომ მტკიცე სამხილები და ბევრი მტკიცებულება აქვთ იმისა, რომ ევა კაილი მართლაც სამართლიანად არის ბრალდებული. ჩატარებული ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფული - 600 ათასი ევრო იპოვეს, მის კომპიუტერში აღმოაჩინეს ჩანაწერებიც, რითაც დასტურდება, რომ ევროდეპუტატს კატარის სახელმწიფოსგან ფული აქვს გადარიცხული, პოლიტიკური გავლენის გამოყენების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, კატარის წარმომადგენელმა უარყო, რომ ევა კაილი დოჰას რაიმე სამსახურს უწევდა.

ჯერჯერობით ღიად გამოქვეყნებული ინფორმაციები ბრალდებების თაობაზე ბევრი არ არის, მაგრამ რაც გამოქვეყნდა, ისიც განგაშს იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრალდებას "ძალიან სერიოზულს" უწოდებს. მან ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ ახალი ორგანო შეიქმნას ეთიკის დაცვის თაობაზე.

"ევა კაილს და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილს წარდგენილი აქვთ ბრალდება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ფულის გათეთრებისა და კორუფციისთვის. ისინი იღებდნენ საჩუქრებს და ქრთამს იმ მიზნით, რომ პარლამენტის მუშაობაზე ზეგავლენა მოეხდინათ და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, დეპუტატები იძულებული გაეხადათ, რომ მხარი დაეჭირათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომელიც კატარს აძლევდა ხელს.... განაგრძეთ კითხვა