ავტორი:

"გამაოგნებელი ფაქტები დადასტურდა... ჩემს შვილს 531 ამპულა ფენტალინი გაუკეთეს არასრულ 20 დღეში" - კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ბიჭის მამა

"გამაოგნებელი ფაქტები დადასტურდა... ჩემს შვილს 531 ამპულა ფენტალინი გაუკეთეს არასრულ 20 დღეში" - კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ბიჭის მამა

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანი მამა ამბობს, რომ მის შვილს 531 ამპულა ფენტალინი ინტრავენულად გაუკეთეს. მისივე ინფორმაციით, ექიმების მიერ ასევე არასწორად იქნა გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტები, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

გაიოზ ჩარკვიანის მტკიცებით, მისი ვაჟი მედიკამენტების ზედოზირებით გარდაიცვალა.

"გამაოგნებელი ფაქტები დადასტურდა, 531 ამპულა ფენტალინი ინტრავენულად იქნა გაკეთებული არასრულ 20 დღეში ჩემს შვილზე. მე თუ დავითვალე ფენტალინი, ნარკოტიკების ჟურნალით, რომელიც გამომძიებლებმა ამოიღეს, დათვლილი იქნა 567 ამპულა ფენტალინი.

ამას დამატებული მიდაზოლამი, რომელიც ერთდროულად უკეთდებოდა, ამას დამატებული, მორფინი, კეტამინი და ჰაროპერიდორი, რომელსაც უკეთებდნენ ჩემს შვილს და ეს მის სამედიცინო ისტორიაში არ დევს. ვსვამ ერთ კითხვას - რატომ მომიკლეს შვილი ამ თეთრხალათიანმა ჯალათებმა" - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ნახეთ ასევე: