ავტორი:

"რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მაკრონის კომენტარის გამო, ევროპის ქვეყნებმა უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს" - მედია

"რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მაკრონის კომენტარის გამო, ევროპის ქვეყნებმა უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს" - მედია

რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარით განაწყენებულმა ევროპის ქვეყნებმა, უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს და საფრანგეთს თავიანთი პოზიცია განუმარტეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე.წ. "დიპლომატიური დემარშის“ ორგანიზება ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით მოხდა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.

Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დემარშის მხარდამჭერები იყვნენ ბალტიის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, პოლონეთი და სლოვაკეთი, თუმცა სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საერთო ჯამში რამდენმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აღნიშნულ ნაბიჯს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ჩეხებმა, რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორს ოფიციალურად მიმართეს.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა და ასევე იფიქროს "როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“.