ავტორი:

თელავში 50 წლამდე მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა: "სავარაუდო დამნაშვე დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა"

თელავში 50 წლამდე მამაკაცი  მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა: "სავარაუდო დამნაშვე დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა"

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. კონკრეტულად, სავარაუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 177-ე და 236-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.