ავტორი:

გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)

გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)

არავისთვის არის სიახლე, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასტრონომიული თანხები ტრიალებს, შესაბამისად, ფეხბურთელებსაც უხვად უხდიან. ვარსკვლავები ფუფუნებაში ცხოვრებას მოკლებულები ნამდვილად არ არიან. ნახეთ ფეშენებელური სახლები, რომლებშიც ფეხბურთელები ცხოვრობენ

1. ლიონელ მესი

ლიონელ მესი უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფორვარდს 825 საკლუბო მატჩში 690-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მესი ამჟამად "პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს, ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქში საკუთარ სახლში ცხოვრობს. მაგრამ ის ასევე ფლობს უძრავ ქონებას სხვა ქვეყნებშიც.

მათგან ყველაზე შთამბეჭდავია მისი სასახლე ესპანეთში, სადაც მან თავისი სათამაშო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა.

ბარსელონას "ყველაზე ძვირადღირებულ გარეუბანში“ მდებარე სასახლეში საცხოვრებულ ზონასთან ერთად განთავსებულია სპა, საცურაო აუზი, კინოთეატრი და სპორტული დარბაზი.

2. კრიშტიანუ რონალდუ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივარი მესის მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ წოდებას მისი დიდი ხნის მეტოქე, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. როგორც ამბობენ, ის კარიერის მიწურულსაც კი გოლის გაჩარხვის მანქანად რჩება. მისი უძრავი ქონებიდან გამორჩეულია მისი სახლი პორტუგალიაში, რომელიც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაციის შედეგია.

მან 2015 წელს იყიდა ძველი საწყობი მადეირაში და შენობა სასახლედ გადააქცია. ის შვიდსართულიანია და გადაჰყურებს ოკეანის შეუდარებელ ხედს. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ქონება მოიცავს ორ გიგანტურ საცურაო აუზს. იქ ფეხბურთის მოედანსაც ნახავთ.

3. ნეიმარი

ბრაზილიამ წლების განმავლობაში "გვაჩუქა“ საოცარი ფეხბურთელები: პელე, რონალდო, რონალდინიო, რივალდო, კაკა, სოკრატესი, რობერტო კარლოსი - მაგრამ ნეიმარი ნამდვილად არის თანამედროვეობის ყველაზე კაშკაშა ბრაზილიელი ვარსკვლავი. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე 479 მატჩში 300-მდე გატანილი გოლია. ნეიმარის ბრაზილიური სახლი ნამდვილად გაგაოგნებთ, აქ რას არ ნახავთ - ფრენბურთის მოედანს, ჩოგბურთის კორტებსა თუ ვერტმფრენის მოედანს.

დიახ, მესის თანაგუნდელს აქვს ძვირადღირებული ვილა ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, რომლის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი დოლარია. სახლში მის საკუთრებაშია მასაჟის ოთახი და სპორტული დარბაზი, ასევე პლაჟის ფრენბურთის მოედანი და ენოთეკა. გარდა ამისა, აქვეა ვერტმფრენის მოედანი, ნეიმარი ფლობს 15 მილიონი დოლარის ღირებულების Mercedes-Benz-ის ვერტმფრენს.

4. ჰარი კეინი

შთამბეჭდავია ინგლისის ნაკრების კაპიტნის ჰარი კეინის სახლი ლონდონში, რომელზეც 2018 წელს კეინმა 19 მილიონი დოლარი დახარჯა. სახლში კიბეებიც კი ფუფუნების ნიშანია. სასახლე მოიცავს შვიდ დიდ საძინებელს, დახურულ კინოთეატრს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, გოლფის მოედანსა და უზარმაზარ ეზოს.

5. რობერტ ლევანდოვსკი

პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ფეხბურთში ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა. ლევანდოვსკის აპარტამენტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს, რომლის ღირებულება 9 მილიონ დოლარზე მეტია.

ეს შეიძლება არ იყოს სასახლე, მაგრამ ნამდვილად გაგაოცებთ. მაღალსართულიანი შენობიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება, ბინაში განთავსებულია აუზი, კინოთეატრი და ღვინის დეგუსტაციის ადგილი. გარდა ამისა, ლევანდოვსკის განკარგულებაშია გოლფის სიმულატორი მოედანი.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა