ავტორი:

"გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რაც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია" - პრეზიდენტი

"გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რაც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია" - პრეზიდენტი

წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

“სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.