ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური დენის კუდრინი, მეტსახელად, "ხულიგანი“. კუდრინი წარმოშობით ბელგოროდის რეგიონიდან იყო და 2014 წლიდან იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების, ბლოგერი ანატოლი შტეფანი -"Stirlitz"-ი ავრცელებს.
"კუდრინი საოკუპაციო ძალებს ჯერ კიდევ 2014 წელს შეუერთდა - ის ხელმძღვანელობდა ტერორისტებს, რომლებიც უშუალოდ რუსეთის დაზვერვას ექვემდებარებოდნენ. მისი ბრძანებით, დამპყრობლებმა არაერთხელ დაბომბეს ლუგანსკის რეგიონის საცხოვრებელი უბნები. სხვა ოკუპანტებთან ერთად, კუდრინი მონაწილეობდა უკრაინელი ჯარისკაცების წამებასა და მკვლელობაში. ის მხილებული იყო ძარცვაშიც - ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებს მანქანებს ართმევდა და მოპარული ნივთებით ვაჭრობდა", - წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი".
უკრაინაში კუდრინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2015 წელს აღიძრა.