ავტორი:

"იციან, რომ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე" - ნიკა მელია

"იციან, რომ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე" - ნიკა მელია

იციან, რომ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. ამით ნიკა მელია ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებული გახდება უწყება, გარკვეული კადრები გაასაჯაროოს.

როგორც მელია წერს, მსოფლიომ სიმართლე გაიგო და სიმართლეს ვეღარც “ქართული ოცნება” მალავს.

“ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება.

ითხოვდა მასთან ექიმებისა და ესქპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა - სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც “ქართული ოცნება” მალავს.

მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია.

სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი „სიმულირებს“, ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას.

მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი - არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება!

თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!”, - წერს ნიკა მელია.