ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კლინიკა ,,ვივამედში” შესვლამდე განუცხადა.

"მე რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.