უბედური შემთხვევა მოხდა თელავში. ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მკურნალობის კურსს ამ დრომდე კრლინიკაში გადიან. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მათ უკვე ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა. ხანძრიდან ერთ-ერთმა გამოსვლა შეძლო, შეეცადა სხვების დახმარებას თუმცა მხოლოდ ერთი გამოიყვანა. ორი კი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები სხვა რეგიონიდან იყვნენ და რამდენიმე თვეა მშენებლობაზე მუშაობდნენ.