ავტორი:

"ერთი პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ"- რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გუშინ დაღუპულ ორ ქართველ მეომარზე

"ერთი პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ"- რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გუშინ დაღუპულ ორ ქართველ მეომარზე

გუშინ უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი (ლისიხი) დაიღუპა.

მათგან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.

"ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურად დაიღუპნენ. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული გადაყვანილია კონსტანტინოვსკის პროზექტურაში. ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ. ისინი გმირები არიან, ვაჟკაცები არიან, სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 36 ქართველია დაღუპული.