ავტორი:

"მონებო, მკვლელებო!" - ხმაურია საქალაქო სასამართლოსთან: სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ავტომობილი წრეში მოაქციეს

"მონებო, მკვლელებო!" - ხმაურია საქალაქო სასამართლოსთან: სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ავტომობილი წრეში მოაქციეს

"ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს ეზოში გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მათ აბრამიშვილის ავტომობილი წრეში მოაქციეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო“, "თქვენ ხართ არაკაცები და მკვლელები“.

ადგილზე საპატრულო პოლიციის სამსახურია მობილიზებული, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.