ავტორი:

რა ფასდაკლებები და პრეზენტაციები გელოდებათ 16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალზე

რა ფასდაკლებები და პრეზენტაციები გელოდებათ 16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალზე

16-18 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ IV, V და VI პავილიონებში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი უკვე წლებია ტარდება და წინასაახალწლოდ მკითხველს განსაკუთრებულ შეთავაზებებს ჰპირდება.

წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი ტრადიციულად გახლავთ გამომცემლობა „პალიტრა L“, რომლის სტენდებთან მისულ სტუმრებს ელოდებათ საჩუქრები, საბავშვო აქტივობები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის დიდი არჩევანი. რაც მთავარია, წიგნებზე გავრცელდება 50%-მდე ფასდაკლება. ფესტივალზე შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენთვის შეიძინოთ წიგნები, არამედ შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, რადგან წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L“-ში აცხადებენ, წიგნის საახალწლო ფესტივალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საბავშვო ლიტერატურასა და აქტივობებს:

„პატარა მკითხველს ჩვენს სტენდებთან ახალ წიგნები, საჩუქრები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა დახვდებათ. აღსანიშნავია ინტერაქციული წიგნების სერია, რომელიც „დისნეისა“ და „პიქსარის“ ანიმაციური ფილმების მიხედვით არის შექმნილი. წიგნები კითხვა-თამაშის პრინციპზეა დაფუძნებული და ბავშვების თვალწინ მათს საყვარელ ანიმაციურ გმირებს აცოცხლებს,“ - აცხადებენ გამომცემლობაში.

როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალზე მისულ სტუმრებს ფასდაკლებების გარდა წიგნების პრეზენტაციებიც ელოდებათ. „პალიტრა L“-ის ღონისძიებების გრაფიკი ასეთია:

16 დეკემბერი, პარასკევი:

  • 15:00 - 15:30 - ლელა ცუცქირიძის წიგნის ,,ანბან ანგელოზები“ წარდგენა.

17 დეკემბერი, შაბათი:

  • 14:30 - 15:00 - პ.ლ.ტრევერსის „მერი პოპინსის სერიის" წარდგენა, საუბარი და წიგნის კითხვა მთარგმნელ ია კოროშინაძესთან ერთად.

18 დეკემბერი, კვირა:

  • 15:30 - 16:00 - კომიქსის ,,უჩინარი“ წარდგენა.
  • 16:00 - 16:30 ვასო გულეურის ვორქშოპი „თოვლის გუნდა დაეძებს მეგობარს“.

ეწვიეთ 16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნები დიდი ფასდაკლებით.

იხილეთ „პალიტრა L-ის“ კატალოგი წიგნის საახალწლო ფესტივალზე.

R