ავტორი:

ევროპარლამენტი შეშფოთებულია რუსი ხალხისა და კომპანიების მიერ, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, საქართველოს სავარაუდო გამოყენების ცნობების გამო

ევროპარლამენტი შეშფოთებულია რუსი ხალხისა და კომპანიების მიერ, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, საქართველოს სავარაუდო გამოყენების ცნობების გამო

ევროპარლამენტი რუსი ხალხისა და კომპანიების მიერ, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, საქართველოს სავარაუდო გამოყენების ცნობების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროპარლამენტმა დღეს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტარების მიერ ინიცირებულ შესწორებებზე კენჭისყრის დროს, ევროპარლამენტმა მე-5 შესწორებაც მიიღო, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს რუსი ხალხისა და დაწესებულებების მიერ საქართველოს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოყენების ცნობების გამო და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს შემდგომში შეამოწმონ ეს ბრალდებები.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობების გამო, რომ რუსი ხალხი და კომპანიები თითქოსდა იყენებენ საქართველოს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს შემდგომში შეამოწმონ ეს ბრალდებები, კერძოდ კი, სხვადასხვა ანგარიშები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს ეხება; თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, [ევროპარლამენტი] მოუწოდებს პირადი სანქციების დაწესებისკენ მის და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ; [ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები და მისი ახლო გარემოცვა უკრაინის მიერ დასანქცირდნენ კრემლთან კავშირების გამო, რაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რუსეთის მიმართ გაურკვეველი პოზიციის უკან დგას; [ევროპარლამენტი] ამ მხრივ მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალ კრიტერიუმსაც მოიცავს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს დაასანქციროს ხალხი, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლით აკრძალვების დარღვევას”, - წერია მეხუთე შესწორებაში.

იხილეთ ასევე: