ავტორი:

საფრანგეთი ფინალშია - ევროპელებმა მაროკოს სენსაციური წინსვლა შეაჩერეს და 18-ში მესის არგენტინასთან მოუწევთ ბრძოლა

საფრანგეთი ფინალშია -  ევროპელებმა მაროკოს სენსაციური წინსვლა შეაჩერეს და 18-ში მესის არგენტინასთან მოუწევთ ბრძოლა

14 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში მე-5 წუთზე საფრანგეთმა გახსნა. ბურთი თეო ერნანდესმა გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმი დიდწილად მაროკოს აქტიურობით წარიმართა, თუმცა აფრიკელებმა ბურთის გატანა ვერ შეძლეს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული რენდალ კოლო მუანის გოლით დაწინაურდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გოლში ლომის წილი შეიტანა საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა კილიან მბაპემ.

საბოლოოდ მატჩი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით: 2:0 დასრულდა. მაროკოს სენსაციური წინსვლა შეჩერდა, თუმცა მათ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ხორვატიასთან მოუწევთ. საფრანგეთი კი ისტორიის განმავლობაში მეოთხედ გავიდა ფინალში, ამჯერად მისი მეტოქე არგენტინა იქნება. ფინალური დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება. ევროპელებს აქვთ შანსი, რომ ზედიზედ მეორედ მოიპოვონ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

იხილეთ ასევე: