ავტორი:

"სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად თავი ბოლომდე "გაიფარჩაკა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი: როგორ ეხმაურება ექსპრეზიდენტი გუშინდელ კადრებს?

"სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად თავი ბოლომდე "გაიფარჩაკა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი: როგორ ეხმაურება ექსპრეზიდენტი გუშინდელ კადრებს?

შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად თავი ბოლომდე „გაიფარჩაკა“.

„გუშინ, სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად „გაიფარჩაკა“ ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს. თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით და მასში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს დამხმარე გადაასადგილებელი საშუალების გარეშე გადაადგილება უჭირს.

ასევე იხილეთ: