ავტორი:

"რუსეთს ეს ადგილი პიარისთვის სჭირდება... აქ კონტროლით პოლიტიკურ ქულებს იწერენ" - რას ჰყვება ბახმუტის გარშემო განლაგებული "ქართული ლეგიონის" მებრძოლი?

"რუსეთს ეს ადგილი პიარისთვის სჭირდება... აქ კონტროლით პოლიტიკურ ქულებს იწერენ" - რას ჰყვება ბახმუტის გარშემო განლაგებული "ქართული ლეგიონის" მებრძოლი?

დეკემბერი მძიმედ დაიწყო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. ბახმუტის რაიონი, სადაც გასულ კვირას ექვსი ქართველი გმირი დაეცა, ისევ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნეა. დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, რის გამოც დაღუპულების გამოყვანა ვერ ხერხდება. "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე ლევან ფიფია გვეუბნება, რომ ბახმუტთან რუსული ძალების დიდი კონცენტრაციაა და ვითარებაც ყოველ წუთს იცვლება.

- 2016 წლიდან უკრაინაში ვარ. ბევრ ქართველ მებრძოლს ჯერ კიდევ ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ვიცნობდი, ზოგიც აქ გავიცანი. როდესაც გავიგე, რომ ბახმუტთან ქართველ ბიჭები არტილერიის ცეცხლში მოყვნენ, მაშინვე დავიწყეთ მათი ვინაობის გარკვევა. მათ შორის ჩვენი ყოფილი ჯარისკაციც ყოფილა, რომელიც ერთხანს ჩვენთან მსახურობდა და შემდეგ სხვა ქართულ ბატალიონში გადავიდა. მან მიამბო, რუსების არტილერიის ცეცხლში მოვყევით, ჩვენი ბიჭები ახლაც იქ არიან, მე ძლივს გამოვედიო. რუსები ერთხელ გადასულან შეტევაზე, მაგრამ პირველივე ცდით ვერ შესულან იმ ტერიტორიაზე და უფრო დიდი ძალებით მიუტანიათ იერიში. ჩვენებს საბრძოლო მასალა ჰქონიათ, მაგრამ ასეთ დროს სათადარიგოც აუცილებელია. იმ ბიჭმა, ერთხელ შევიტანე, მეორე ჯერზე კი რუსებმა ისეთი მასირებული შეტევა დაიწყეს, ვეღარ შევედიო.

ბიჭებს გამოსვლის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, გამოვიდოდნენ. თუმცა ქართული ხასიათიც გასათვალისწინებელია - პოზიციას მაშინვე არ მიატოვებდნენ. ზოგჯერ გამოსვლაც დაგვიანებულია და მეომრები ბოლომდე ბრძოლას ამჯობინებენ. ახლა იმ ტერიტორიას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და ცხედრების გამოსაყვანად ვერ შევდივართ. რუსეთს ეს ადგილი პიარისთვის სჭირდება. რუსული ჯარი დემორალიზებულია და ბახმუტზე კონტროლით პოლიტიკურ ქულებს იწერენ. იქ ახლა აქტიური ფრონტის ხაზია. უკრაინა არ აპირებს დათმობას, რადგან ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ადგილია.

- თქვენი ბატალიონიც ბახმუტის გარშემოა განლაგებული?

- დიახ, "ქართული ლეგიონი" ერთ-ერთი დიდი უცხოური კონტინგენტია, მისი პირადი შემადგენლობა 1300 კაცამდეა. კრივოი-როგიდან ბახმუტამდე დაახლოებით 500 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ჩვენს თითო ჯგუფს 30-30 კმ რადიუსზე აქვს კონტროლი და მასზე პასუხისმგებელი ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფები არიან. უკვე დავიწყეთ მეოთხე ქვედანაყოფის დაკომპლექტება. ამის საშუალებასა და რესურსს უკრაინის ხელისუფლება გვაძლევს.

- ითქვა, რომ მოხალისეებს შორის გამოუცდელებიც არიან...

- ლეგიონს არაერთი რთული ოპერაცია აქვს ჩატარებული, დაჭრილები გვყოლია, კონტუზიაც მიუღიათ, მაგრამ ღვთის წყალობით, არავინ დაგვღუპვია. ოპერაციებს წინასწარ დეტალურად ვგეგმავთ. ბატალიონში მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურებ გამოცდილ მებრძოლებს ვიღებთ. დაახლოებით 1500-მდე კაცისთვის უარის თქმა მომიწია. ბევრი გულანთებული ბიჭი ჩამოდიოდა, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ და ვერ გავრისკე, ადამიანს ალალბედზე სასიკვდილოდ ვერ გავუშვებ. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ბრძოლისუნარიანია და საქმე იცის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კარგი ტემპი აქვთ აღებული, რაც ძალიან მოქმედებს რუსეთის არმიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამბობენ, ვიცით, რომ სასაკლაოზე გვიშვებენ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვსო. ყოველი ახალი ნაბიჯი მათი მორალური განადგურების ტოლფასია. ამიტომ სჭირდებათ ბახმუტის შენარჩუნება. ხერსონის დაკარგვით უდიდესი ზიანი მიადგათ და ახლა უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფასად ცდილობენ მის შენარჩუნებას. რაც შეეხება ძალთა შეფარდებას, ამ მხრივაც უკრაინას აქვს უპირატესობა, მოტივაცია - უკრაინელები სახლში არიან, საკუთარი მიწის, ოჯახების დაცვა უწევთ და რუსებისგან განსხვავებით, თავგანწირვაც უღირთ...წაიკითხეთ სრულად