ავტორი:

"გეყოთ ერთი ადგილი, რათა თქვათ, რომ არაფერს აპირებთ... ან თქვით, რომ თქვენც ისეთივე მტრები ხართ, როგორიც "ქართული ოცნება" - ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას"

"გეყოთ ერთი ადგილი, რათა თქვათ, რომ არაფერს აპირებთ... ან თქვით, რომ თქვენც ისეთივე მტრები ხართ, როგორიც "ქართული ოცნება" - ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას"

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, გამოვიდნენ და თქვან, რა გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ტელეწამყვანი ვიდეომიმართვაში ამბობს, პარტია ექსპრეზიდენტისთვის არაფერს აკეთებს.

"გუშინ დღიდან ამ დრომდე ველოდებით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას. არა მხოლოდ იმას, რომ აღშფოთდნენ და შოკირებულები არიან ნანახი კადრებით, არამედ, ველოდებით სამოქმედო გეგმას, რას გვეტყვის პარტია. პარტიის ლიდერები, რომლებიც არ ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას და ამდენი ხნის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ მიშა ჩვენი მთავარი ფაქტორია, მე ვარ მიშა.

ყველა დუმს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და არავინ გვეუბნება რას გააკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის იბრძოლონ. "ქართული ოცნება" ამას აკეთებს იმიტომ, რომ ამის უფლებას ვაძლევთ ჩვენ, ჩვენში ვგულისხმობ მიშას მხარდამჭერებს, პარტიას, გულშემატკივრებს. გამოდით და გვითხარით, რას აპირებთ მიშასთან დაკავშირებით. მართლა გეყოთ ერთი ადგილი, რომ თქვათ, რომ არაფერს აპირებთ.

ან გამოდით და თქვით, რომ თქვენც ისეთივე მტრები ხართ როგორც "ქართული ოცნება". ადამიანებს რომლებსაც გვიკვირს, რომ თურმე ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ მიშაზე ცუდი თქვა, ბუნებრივია, მეგობრებო პოლიტიკური ოპონენტები არიან და ეზიზრებათ მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ველოდებით შეწყალებას სალომე ზურაბიშვილისგან და ამ დროს ჩემი ჩათვლით არაფერს ვაკეთებთ ამ კაცის სიცოცხლის გადასარჩენად. გამოვიდეს პარტია და თქვას, რას აპირებს, ისიც პასუხია, რომ თქვან, მიშასთვის ბრძოლას არ აპირებენ. გვითხრან, რომ ჩვენ არ ვტოვებთ პარლამენტს და ისევ ვივლით სხვადასხვა ქვეყნებში.

იმ დღეს ერთი ადამიანი, პოლიტიკურად ნეიტრალური მეუბნება, რომ არ ფიქრობ, რომ ადამიანებს რიგით მოქალაქეებს მაგრად აბნევს პარტიის დუმილი, რომ არაფერს აკეთებსო. ამდენი ხნის განმავლობაში გიფრთხილდებოდით, არ იყო დრო ოპოზიციაზე კრიტიკის ტოინით გვესაუბრა. აღარ არის ამისი დრო. თავად ნახეთ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. "ქართული ოცნებისთვის" ეს მიშას სიგიჟის დამადასტურებელი იყო, მაგრამ ამდენი ხანია ამას ფიქრობენ, ვიღაცისთვის ეს სიმულაცია იყო, მგონია, რომ თქვენთვის უნდა ყოფილიყო იმის მტკიცებულება, რომ მიშა არის ძალიან ცუდად ამიტომ არჩვენები კი არა, გვითხარით, რას აპირებთ, ან გვითხარით რომ არაფერს აპირებთ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იგივე ტონში გებრძოლოთ თუარა როგორც ვებრძვით "ქართულ ოცნებას".

უკიდურესად კრიტიკული განწყობა გვაქვს თქვენს მიმართ, ვიდრე "ქართული ოცნების" მიმართ. "ქართული ოცნება" ბუნებრივ როლშია და თქვენ ასე არ უნდა იქცეოდეთ, ვინც ამ პარტიაში ხართ. ყველაფერზე წამოვალთ თქვენთან ერთად, ქუჩაში დაწვებით, ჩვენც დავწვებით, რამე გადაწყვეტილება მიიღეთ. ძალიან ცოტა დრო გაქვთ" - ამბობს ის ვიდეომიმართვაში.