ავტორი:

"ბიბლუსში" თოვლის ბაბუამ 200-ზე მეტ ბავშვს უმასპინძლა - მათი სურვილები  24 დეკემბერს ასრულდება

"ბიბლუსში" თოვლის ბაბუამ 200-ზე მეტ ბავშვს უმასპინძლა - მათი სურვილები  24 დეკემბერს ასრულდება

„სითი მოლი საბურთალოს“ „ბიბლუსის“ მიმდებარედ თოვლის ბაბუა პატარებს შეხვდა და მათი საახალწლო სურვილები მოისმინა, რომელთა ასრულებაზეც ელფებთან ერთად 24 დეკემბერს იზრუნებს.

10 წლამდე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალურ ბლანკზე მოენიშნათ სასურველი წიგნები, მათ მშობლებს დაეტოვებინათ საკონტაქტო ნომერი და დალოდებოდნენ ელფების ზარს. შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა, თოვლის ბაბუასთან ფოტო უამრავმა ბავშვმა გადაიღო, მოისმინა საახალწლო ისტორიები და დრო მხიარულად გაატარა.

24 დეკემბერს კი სპეციალურად ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებაზე ისინი თოვლის ბაბუისგან შეპირებულ საჩუქრებს მიიღებენ და საშუალება ექნებათ, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ახალი წლის მთავარ გმირს.

„ახალი წელი ბავშვებისთვის განსაკუთრებით ჯადოსნურია, მათ სჯერათ თოვლის ბაბუის და ყოველ ახალ წელს მისგან საჩუქრებს ელიან. გვსურდა, წელს „ბიბლუსის“ თოვლის ბაბუისა და ელფების დახმარებით პატარებისთვის საზეიმო განწყობა შეგვექმნა და მათთვის საუკეთესო საჩუქრები - წიგნები გადაგვეცა. მოუთმენლად ველით შემაჯამებელ ღონისძიებას ჩვენს პატარა მკითხველებთან ერთად, გჯეროდეს, რომ სურვილები ხდება“, - აღნიშნეს „.ბიბლუსში“.

„ბიბლუსი“ საახალწლოდ კვლავაც გააგრძელებს მკითხველისთვის მრავალი საინტერესო სიახლის შეთავაზებას.

R