ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.