ავტორი:

ამერიკული "პეტრიოტი" და ევროპული "მამბა" უკრაინის ცაში მალე რუსულ "ისკანდერებზე" დაიწყებენ ნადირობას...

ამერიკული "პეტრიოტი" და ევროპული "მამბა" უკრაინის ცაში მალე რუსულ "ისკანდერებზე" დაიწყებენ ნადირობას...
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ფიზიკის კანონი, რომ ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას, რეალურად ხორციელდება რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ანუ რაც უფრო გაშმაგებით ბომბავს უკრაინას რუსეთი, მით უფრო მეტ და ძლიერ შეიარაღებას ღებულობს უკრაინის არმია დასავლეთისგან...

საჰაერო თავდაცვის საშუალებები რომ ავიღოთ, თუკი ომის დასაწყისში ამერიკელები და ევროპელები უკრაინელებს თავიდან მხოლოდ ახლო მანძილზე მოქმედ საზენიტო "სტინგერებსა" და "მისტრალებს" უგზავნიდნენ, შემდეგ საშუალო სიშორის მოქმედების "ასპიდები" და "ნასამსებიც" მიაწოდეს, მალე კი, დიდი ალბათობით, უკრაინის ცას შორი მოქმედების "ამერიკული "პეტრიოტებიც" და ევროპული "მამბებიც" დაიცავენ...

და ეს ყველაფერი განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრაქსტრუქტურაზე გამუდმებულმა საჰაერო თავდასხმებმა, რომელთა წარმატებით მოსაგერიებლად უკრაინელ მეზენიტეებს უფრო შორსმფრენი საზენიტო რაკეტები ჭირდებათ.

მაგალითად, რუსული "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტის ჰაერში გადაჭერა ურთულესი ამოცანაა და საბჭოთადროინდელი С-300ПТ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გაშვებული რაკეტებითაც კი, ეს თითქმის შეუძლებელია.

სამაგიეროდ, ამერიკული "პეტრიოტის" მესამე მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტამ და მითუმეტეს ევროპული SAMP/T Mamba -ს Aster-30 -ის საზენიტო რაკეტამ, ეს წესით უნდა შეძლონ... თუმცა დღემდე ასეთი საჰაერო ორთაბრძოლა არ შემდგარა... გააგრძელეთ კითხვა