ავტორი:

"ამასობაში, ენმ-ში ჩანაწერებით ბრძოლა დაუწყიათ ერთმანეთთან... "ქურდს” აგინებდა მელიაო" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ამასობაში, ენმ-ში ჩანაწერებით ბრძოლა დაუწყიათ ერთმანეთთან... "ქურდს” აგინებდა მელიაო" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პირადი ჩანაწერებით ებრძვიან ერთმანეთს. ამ თემაზე მან 2 პოსტი დაწერა.

"ამასობაში, ენმ-ში ჩანაწერებით ბრძოლა დაუწყიათ ერთმანეთთან.

"ქურდს” აგინებდა მელიაო.

ძალაუფლებას რომ თვალდახუჭული ანდობ, ისეთი ხალხია.

p.s. შეგახსენებთ, რომ ესენი, ანტიდასავლური რეჟიმის მიერ, მიშას ჩანაწერების გამოქვეყნებას აპროტესტებენ და პარალელურად ერთმანეთს ებრძვიან იგივე მეთოდებით", - წერს ერთ-ერთ პოსტში ჩერგოლეიშვილი.

და იქვე აქვეყნებს მეორესაც:

"არ დაგავიწყდეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივად გვევლინება ძალა, რომელსაც ჯერ ძალაუფლებაც არ ჩაუგდია ხელში და უკვე პირადი ჩანაწერებით ებრძვის ერთმანეთს, რომ დაწინაურდნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე კანალიზაციაში გასაშვებია".