ავტორი:

ბერლინში გასკდა გიგანტური აკვარიუმი, სადაც 1500 თევზი ცხოვრობდა -  1 მლნ ლიტრი წყალი ქუჩებში დაიღვარა

ბერლინში გასკდა გიგანტური აკვარიუმი, სადაც 1500 თევზი ცხოვრობდა -  1 მლნ ლიტრი წყალი ქუჩებში დაიღვარა

ბერლინში, Radisson Blu-ს სასტუმროს ფოიეში, გიგანტური აკვარიუმი, სადაც მილიონი ლიტრი წყალი იყო, გასკდა, შედეგად დაიტბორა სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები.

"აკვადომში" 100 სახეობის 1500-მდე ტროპიკული თევზი ცხოვრობდა. კონსტრუქცია 14 მეტრის სიმაღლეზე იყო განთავსებული და აღწერილია, როგორც ყველაზე დიდი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი მსოფლიოში.

დამსხვრეული შუშისგან 2 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, მიყენებული ზიანი "წარმოუდგენლად დიდია". მნიშვნელოვნად დაზიანდა სასტუმროს ინფრასტრუქტურა.

სასტუმროს მაცხოვრებლები ინციდენტის შემდეგ მალევე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ბერლინის მერი, ფრანცისკა გიფი კი სასტუმროში ზიანის სანახავად მივიდა.

მან მომხდარი ცუნამს შეადარა და თქვა, რომ გაუმართლათ, რადგან ფაქტი ისეთ დროს არ მოხდა, როცა ქუჩები დატვირთული იყო მოქალაქეებით.

ის, თუ რამ გამოიწვია აკვარიუმის გასკდომა, უცნობია. "აკვადომი" 2003 წელს გაიხსნა და მისი კონსტრუირება 11.2 მილიონი ევრო დაჯდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა