ავტორი:

"მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, მე რაღაც იქ ჩვენი ფეხბურთელები ვერ შევნიშნე..." - ლუკაშენკო ბელარუსის სპორტული მიღწევებით უკმაყოფილოა

"მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, მე რაღაც იქ ჩვენი ფეხბურთელები ვერ შევნიშნე..." - ლუკაშენკო ბელარუსის სპორტული მიღწევებით უკმაყოფილოა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მაღალი რანგის ოფიციალური პირები საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბელარუსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ლუკაშენკოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ლუკაშენკომ გააკრიტიკა სპორტისა და ტურიზმის მინისტრი, სერგეი კოვალჩუკი, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსის მოადგილე იგორ ლუცკი, ვიცე პრემიერი იგორ პეტრიშენკო და ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიქტორ ლუკაშენკო.

"მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, მე რაღაც იქ ჩვენი ფეხბურთელები ვერ შევნიშნე.

მე ვადევნებ თვალს ჩემპიონატს, მაგრამ იქ არ ვართ. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ფეხბურთელების თამაშს ვადარებ, უბრალოდ სიბრაზისგან, იმ ფეხბურთს, რომელსაც კატარში სპორტსმენები აჩვენებენ, თანაც ზამთრის პერიოდში და როგორც ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ფეხბურთს დიდხანს თამაშობდა, უბრალოდ მეშინია ამ სპორტის მდგომარეობის, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობების - საშინელ მდგომარეობაშია.

როცა თქვენ გნიშნავდით, ვიმედოვნებდი, რომ როგორც სამხედრო პირი, რომელსაც ესმის სპორტის და უყვარს ის, გააუმჯობესებდით ვითარებას. სადაა შედეგები?!

მინსკის "დინამომ" რომელი მედლები მიიღო?! ამ წელს მეოთხე ადგილზე გავიდნენ, თქვენ კი ამ გუნდზე პასუხს აგებთ, მე თქვენ მიგითითეთ, რომ ამ კლუბით დაკავებულიყავით და ფული მოგეცით", - თქვა ლუკაშენკომ.