ავტორი:

რა ვაჩუქოთ მამაკაცს?  -  საჩუქრები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის მამაკაცს გაახარებს

რა ვაჩუქოთ მამაკაცს?  -  საჩუქრები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის მამაკაცს გაახარებს

მამაკაცისთვის საჩუქარი გაქვს შესარჩევი? მაშინ არც თუ ისე მარტივი მისია გქონია დაკისრებული. თუ ქალის გულის მოგება უამრავი ლამაზი და ფერადი ნივთით, სამკაულითა და თავის მოვლის საშუალებით, აქსესუარითა და საოჯახო დეკორაციით არის შესაძლებელი, მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევის დროს ასორტიმენტი უფრო შეზღუდული გვაქვს. კაცები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებენ იმდენ ნივთს, რამდენსაც ქალები, სწორედ ეს ართულებს საქმეს.

  • და მაინც, რა ვაჩუქოთ მამაკაცებს?

ერთ–ერთი პირველი რაც გონებაში გაგვიელვებს, ტექნიკაა. თუმცა ტექნიკა საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციის კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, ის სასაჩუქრე სიის სათავეში ნაკლებად ხვდება. საჩუქარი, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს გაახარებს, ფინანსურადაც შედარებით მარტივად გავწვდებით და თან დარწმუნებული ვიქნებით, რომ აუცილებლად გამოიყენებს, თავის მოვლის საშუალებებია. უკანასკნელ პერიოდში ხომ სულ უფრო მეტი მამაკაცი ზრუნავს საკუთარ თავზე, კანზე, თმაზე ისევე როგორც ამას ქალები აკეთებენ.

გარდა იმისა, რომ თავის მოვლის ნაკრები პრაქტიკული საჩუქარია, შეგიძლიათ შეარჩიოთ პროდუქცია საკმაოდ ლამაზი და პრეზენტაბელური სასაჩუქრე ყუთით, რომელიც მას კიდევ უფრო საახალწლო და სადღესასწაულო ელფერს შესძენს. ხარიხიანი პროდუქცია და ლამაზი შეფუთვა სწორედ ის საახალწლო საჩუქარია, რომელიც თანაბრად გაახარებს თქვენს მეუღლეს, ძმას, მამას, მეგობარს, თანამშრომელს თუ ნებისმიერ მამაკაცს თქვენ გარშემო.

სასაჩუქრე ნაკრების საყიდლად ბევრი სიარული და დროისა და ენერგიის დაკარგვა რომ არ მოგიწიოთ, ახლა წარმოგიდგენთ იტალიური ბრენდის PHYTORELAX–ის რამდენიმე ნაკრებს, რომლებიც ექსკლუზიურად „იმპექსშია“ წარმოდგენილი. Phytorelax-ის ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ქიმიური ნივთიერებების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რადგან უჯრედულ დონეზე აღწევს კანში და ამდიდრებს სასარგებლო და ნატურალური კომპონენტებით. ბრენდი ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატებს. თითოეულ პროდუქტში გამოყენებულია 98%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტები. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონს, ხელოვნურ საღებავებს და მინერალურ ზეთებს.

რაც შეეხება უშუალოდ Phytorelax-ის მამაკაცის ხაზის პროდუქტებს, ისინი შექმნილია თანამედროვე მამაკაცის მოთხოვნილებებისთვის. უსაფრთხო ფორმულები მდიდარია ბუნებრივი და ეფექტური ინგრედიენტებით; შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ატენიანებს და იცავს კანს. სასიამოვნო და არაცხიმიანი ტექსტურის პროდუქტები კი მალე შეიწოვება კანში.

2 ძალიან პრაქტიკულ მამაკაცის ნაკრებს აღმოაჩენთ Phytorelax -ის ასორტიმენტში. ერთ-ერთ ნაკრებში შედის დასაბანი ქაფი თმისა და ტანისათვის, ბალზამი გაპარსვამდე და პარსვის შემდგომ. გუარანასა და ჟენშენის ექსტრაქტებზე დამზადებული მატონიზირებელი გელი იდეალურია ვარჯიშის და სამუშაო დღის შემდეგ კანის რეგენერაციისათვის. დასაბანი ქაფის შემადგენლობაში შედის ასევე მენთოლი, რომელსაც გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს. ბალზამი ამზადებს წვერს პარსვისთვის, გამოიყენება ელექტრო პარსვის დროს, გამჭვირვალეა და ამარტივებს წვერისთვის ფორმის მიცემას. გაპარსვის შემდგომ გამოყენებისას კი მომენტალურად ხსნის გაღიზიანებას და არბილებს კანს.

Phytorelax-ის მეორე ნაკრებში შედის წვერისა და სახის გამწმენდი გელი სანდლის ხის ექსტრაქტით, მრავალფუნქციური წვერისა და თმის სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით. წვერ–სახის გამწმენდი იდეალურია ღრმა და დელიკატური წმენდისა და დატენიანებისთვის. წვერისა და თმის სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით კი არის სურნელოვანი, დამარბილებელი, მოცულობის მიმნიჭებელი პროდუქტი, რომელიც ასევე იდეალურია თმის და წვერის დასაყენებლად.

Phytorelax-ის მამაკაცის თავის მოვლის ნაკრებები მარტივად გადაგიწყვეტთ მამაკაცებისათვის საჩუქრის შერჩევის მარადიულ პრობლემას, ის ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.

(R)