ავტორი:

“ქუთაისში ნასვამმა მამაკაცმა გაიტაცა ავტობუსი, თავის მგზავრებიანად” - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი და რას ამბობენ შსს-ში?

“ქუთაისში ნასვამმა მამაკაცმა გაიტაცა ავტობუსი, თავის მგზავრებიანად” - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი და რას ამბობენ შსს-ში?

ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პორებმა ავტობუსის გაიტაცება სცადეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმც ის რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

დაკავებულის ინტერესს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე იცავს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ. მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი. "მოკლედ, ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია. ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი"-წერს არჩილ ნიჟარაძე.

შინაგან საქმეთა სამონისტროს ინფორმაციოთ, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. ორივე მამაკაცი დაკავებულია ცხელ კვალზე.