ავტორი:

საოცარი ამბავი კოლუმბიიდან - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

საოცარი ამბავი კოლუმბიიდან - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ლაშა ტალახაძემ 251 კილოგრამი ასწია და ამ დისციპლინაშიც პირველი ადგილი დაიკავა. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 466 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსანი კარიერის მანძილზე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ნახეთ ვიდეო: