ავტორი:

"სააკაშვილი "პენტჰაუზში" იმყოფება - სახელმწიფო რამეს აკლებს?" - დავით მათიკაშვილი

"სააკაშვილი "პენტჰაუზში" იმყოფება - სახელმწიფო რამეს აკლებს?" - დავით მათიკაშვილი

უნდა მიირთმევს საკვებს, უნდა არ მიიღებს, უნდა იღებს წამლებს, უნდა არ იღებს, ყველაზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, თუ ვინმე მსჯავრდებული პაციენტი არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მისი გათავისუფლების სპეცოპერაციის სახეს იღებს და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.

„მიხეილ სააკაშვილი წევს სამოქალაქო კლინიკაში, ჰყავდა ათასზე მეტი ვიზიტორი. არანაირი პრობლემა არ აქვს, სახლში მომზადებულ საკვებს მიირთმევს, პრობლემა არ აქვს არანაირი მედიკამენტის მიღების. ჩამოაბრძანონ ნებისმიერი ექიმი, მივიდეს და უმკურნალოს, მას სახელმწიფო რამეს აკლებს? ეს რომ სპეცოპერაციის სახეს იღებს საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად.

თქვენ თუ დაუკვირდებით რეზოლუციებს ბრალთან კითხვის ნიშანი არსად არ არის, ყველგან გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ჰუმანიტარული მოთხოვნით მოხდეს ამ ადამიანის გაყვანა. ადრე იყო საუბარი, რომ მას არაფერი დაუშავებია და აქ რომ არაფერი არ გამოუვიდათ, მთელმა სამყარომ რომ დაინახა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დამნაშავე, უკვე მეორე გზა აირჩიეს.

უსიამოვნოა პატიმრობა? კი, უსიამოვნოა, რა თქმა უნდა, პატიმრობა რომ სასიამოვნო იყოს, წავიდოდა ყველა ციხეში. ოროთახიან პენტჰაუზში იმყოფება სააკაშვილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.