ავტორი:

"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი

"ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან" - პენტაგონი

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკას კურირებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება.

„24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინის ომის კონტექსტში ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება.

„ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო. ზოგიერთი ფიქრობს ზამთარზე, როგორც დასვენებისა და გადაწყობის დროზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა, ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას“, - აღნიშნა ლორა კუპერმა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება.

„მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და მისი საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას. NASAMS-ი ამის ნაწილი იყო", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.