ავტორი:

ხმაური ბათუმში - "ნაცმოძრაობის" აქტივისტი ნიკა მელიას სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა: "წადი, მოშორდი ამ პარტიას"

ხმაური ბათუმში - "ნაცმოძრაობის" აქტივისტი ნიკა მელიას სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა: "წადი, მოშორდი ამ პარტიას"

ბათუმში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო.

ენმ-ს ლიდერს, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა.

აქტივისტის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალი მიუძღვის იმაში, რომ უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს, რის გამოც, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებსა და აღნიშნულ პირს შორის.

ენმ-ს პარტიის ბათუმის ოფისში, სადაც ნიკა მელია პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, აღნიშნული პირი შენობაში შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ აძლევდნენ, თუმცა, მოგვიანებით ეს მაინც მოახერხა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე, პარტიის ოფისთან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთმა ადამიანმა სცადა შეხვედრის ჩაშლა, რაც ყველამ ნახა.

„ერთმა ადამიანმა სცადა შეხვედრის ჩაშლა, ყველა ხედავთ რა ბრძოლაში ვართ შესული. “ქართული ოცნების” საქმეს ზოგი შეგნებით, ზოგი კი, შეუგნებლად აკეთებს. ეცადნენ ნიკა მელიას ბათუმის შეხვედრის ჩაშლას”,- განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთან შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა დატოვა.