ავტორი:

"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ და აჩიკო ჯაფარიძემ ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნეს. მათ ურთიერთობაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ აჩიკო ჯაფარიძის პირველი ოჯახი, ნატალიას გამო დაინგრა.

  • ამ თემაზე ნატალიამ თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" ისაუბრა და თქვა, რომ დანაშაულის შეგრძნება არასდროს ტოვებს.

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი, იმიტომ რომ სულ ვიცოდით ერთმანეთი და სულ ვიცნობდით. შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენი ურთიერთობა ასეთი ღია და აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ძალიან რთული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა.

მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა, რაც ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, სამი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებაში იმიტომ რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი რა თქმა უნდა, ურევია. და ყველას ხელი, ვინც ამ ურთიერთობაში იყო. ეს ვართ მე და აჩიკო", - ამბობს მომღერალი.

  • კითხვას - "საკუთარ თავს ადანაშაულებ მისი პირველი ოჯახის დანგრევაში?" - ნატალია ქუთათელაძე ასე პასუხობს:

"რასაკვირველია... მესამე ხომ იცი, არ არსებობს არასოდეს, მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფრის, მითუმეტეს, ამაზე ახლა ასე საჯაროდ საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს. ყოველთვის მჯერა კარმის. ამ სიატუაციას და ამ ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, არსებობს რაღაც ენერგეტიკა, რომელიც ბრუნავს და ტრიალებს და როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ, შესაბამისად, რაღაცებისთვის უნდა იყო მზად.

ვეცადე, რომ მათთან (აჩიკოს შვილებთან) ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი არ მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, მართლა როგორც არის. იმიტომ რომ - შენ რომ ცდილობ რაღაც შეალამაზო, მერე ბავშვი მაინც თავისებურად ხარშავს. ჯობია, რომ რაღაცებზე ელაპარაკო ბავშვს, შეიძლება ვცდები.

რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, ის დამოკიდებულება რაც თუნდაც ჩემს მიმართ აქვთ, სანდროზე (ნატალიას და აჩიკოს საერთო შვილი) საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, იმდენად უყვართ, ამ ყველაფრის ფონზე, საოცრად გაკვირვებული და მათლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა.

მეც ძალიან ბევრს ვცდილობ და დიდ ენერგიას ვხარჯავ იმისთვის რომ დაინახონ რამდენად გულწრფელი ვარ მათთან ურთიერთობაში."

  • დანაშაულის შეგრძნებაზე:

"ამის დამალვა ისეთი ტყუილი იქნება. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს."