ავტორი:

"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია

"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როცა სხვა საკუთარ თავზე წინ დაუყენებია და ამით დაზარალებულა. ამ და სხვა თემებზე გვანცამ "კვირის პალიტრასთან" ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- როგორი ბავშვი იყო გვანცა დარასელია?

- ძალიან ცელქი, სპორტული და ახტაჯანა.

- როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს სატელევიზიო კარიერაში?

- ჩემი პირველი ნაბიჯები სატელევიზიო კარიერაში იყო 18 წლის ასაკში, როდესაც მივედი "რუსთავი 2"-ში დილის გადაცემის წამყვანად. ვიყავი ძალიან პატარა, მქონდა ძალიან დიდი ენთუზიაზმი და თავიდანვე რთული მისიით დავიწყე. ახლა კი უკვე 15 წელია, რაც ჩემს საყვარელ საქმეს ვასრულებ ტელევიზიაში.

- როგორც ვიცი, დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ ამდენი რამის შეთავსებას ერთმანეთთან და თან, ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას?

- ვიტყოდი, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი არ მაქვს და ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც ჩემზე ბევრად უფრო დატვირთული გრაფიკი აქვთ, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე ვცდილობ, საქმე სწორად გავანაწილო. რაც ყველაზე მთავარია, მინდა გითხრათ, რომ საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ ძალიან მიყვარს და, შესაბამისად, არ მენანება არცერთი წუთი ამისთვის. ასევე, ყველანაირად ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ ოჯახისთვისაც დამრჩეს დრო, რადგან ოჯახის გარეშე ჩემთვის სრულფასოვანი არ არის არც დღე, არც კვირა ან თუნდაც ეს საახალწლო პერიოდი.

- რა არის ის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ საკუთარ თავში?

- ის, რომ მოვლენებსა და ადამიანებში, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვხედავ.

- არის ისეთი, რამ, რასაც დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობთ?

- არა, არაფერს ვნანობ, თუმცა ერთადერთი, რასაც ვნანობ, ეს არის ნაკლები პრინციპულობა, რაც გამომიჩენია სხვადასხვა სიტუაციაში. მეტიც, ზოგჯერ ჩემს თავზე წინ დამიყენებია სხვა და ამით მე დავზარალებულვარ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ რაღაც ეტაპზე, ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე და ყოველთვის ვცდილობ, სხვისი დაზარალების გარეშე, პირველ რიგში, ვიზრუნო ჩემი სულიერი კომფორტისთვის, რადგან ვთვლი, რომ უკვე ამ ასაკში ვარ. ასევე, ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო ისეთ გარემოში, სადაც მსიამოვნებს ყოფნა და ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც კომფორტულად და კარგად ვარ.

- კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გიყვართ...

- როცა მეუბნებიან, რომ ვარ კარგი დედა და პროფესიონალი.

- ახალგაცნობილ ადამიანებს მარტივად უშვებთ თქვენს ცხოვრებაში?

- არა. სწორედ ამის გამო უთქვამთ, რომ "ძალიან უხეში მეგონე თავიდანო“. არ ვიცი, ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს გამიზნულად არ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, ადამიანი შენს სულში, შენს ცხოვრებაში რომ შემოუშვა, ამას საკმაოდ დიდი დრო და გამოცდებიც სჭირდება... განაგრძეთ კითხვა