ავტორი:

"ხმაურის გაგონებისას საშველად გავიდა...  დაინახა, რომ მეზობელი იყო წაქცეული, გადაეფარა..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ხონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე

"ხმაურის გაგონებისას საშველად გავიდა...  დაინახა, რომ მეზობელი იყო წაქცეული, გადაეფარა..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ხონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლულია 33 წლის კაცი, გიორგი ჩალაძე. დანაშაული ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოხდა.

მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა წინ.

შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, კორპუსთან ხმაური და ჩხუბი დაიწყო, მას შემდეგ რაც ადამიანთა გარჯვეულმა ჯგუფმა მოკლულის მეზობელს მიაკითხა. ხმაურის გაგონებისას გიორგი ჩალაძე საშველად გავიდა, დაინახა რომ მეზობელი იყო წაქცეული, გადაეფარა რათა გადაერჩინა, რა დროსაც ზურგში დანა სამჯერ დაარტყეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კი ის გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.