ავტორი:

ჯარისკაცების საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, რუსეთი უკრაინაში, ფრონტზე მუსიკოსებს გზავნის

ჯარისკაცების საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, რუსეთი უკრაინაში, ფრონტზე მუსიკოსებს გზავნის

ჯარისკაცების საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, რუსეთი ურაინაში ფრონტზე მუსიკოსებს გზავნის. ამის შესახებ რუსეთის დავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, "წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" შემადგენლობაში იქნებიან ვოკალისტებიც.

გარდა ამისა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში, ე.წ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარის ინსპექტირება მოახდინა.

"რუსეთის არმიის მეთაურმა შეამოწმა ის ტერიტორიები, სადაც ჯარია განლაგებული, ასევე შეამოწმა რუსული ქვედანაყოფების მოწინავე პოზიციები სპეცოპერაციის ზონაში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუ სამხედროებს გაესაუბრა, თუმცა,

განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია სამხედრო ვერტმფრენში მყოფი შოიგუ.