მუნდიალის ფინალური მატჩის 80-ე წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიში არგენტინის სასარგებლოდ 2:0 იყო, ფრანგმა კილიან მბაპემ საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა, მან პენალტი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის მეკარემ დარტყმის კუთხის გამოცნობა შეძლო, გოლი მაინც გავიდა. რადენიმე წამის შემდეგ, 81-ე წუთზე, მბაპემ ანგარიში გაათანაბრა და საოცარი დუბლის ავტორი გახდა.
ამით მან საკუთარ გუნდს მუნდიალის ჩემპიონობის რეალური პრეტედენტობის შანსი მოუპოვა.
ლუსაილის სტადიონზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდნეტი ემანუელ მაკრონი. პრეზიდენტი მშობლიურ გუნდს აქტიურად გულშემატკივრობს და ოვაციებს ვერ მალავს.