ავტორი:

ბათუმში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება - რა ხდება ადგილზე (ვიდეო)

ბათუმში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება - რა ხდება ადგილზე (ვიდეო)

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ძალიერი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცეცხლი რესტორნის თითქმის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული.]

"რესტორანი როგორც ვიცი, არ ფუნქციონირებს, ამ ტერიტორიაზე რემონტი მიმდინარეობდა", - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების ჯგუფები. პოლიციას ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს.

ადგილზე ბათუმის მერი მივიდა.

მისი თქმით, მოსახლეობა შენობიდან ევაკუირებულია.

“ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური. მოქალაქეები ევაკუირებული არიან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

იხილეთ ასევე: