ავტორი:

ხანძარი ბათუმში: "ქარია და არის საფრთხე რომ გადავიდეს სხვა კორპუსებზე" - ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდებარედ შენობებიდანაც მიმდინარეობს

ხანძარი ბათუმში: "ქარია და არის საფრთხე რომ გადავიდეს სხვა კორპუსებზე" - ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდებარედ შენობებიდანაც მიმდინარეობს

ხანძარი ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, რესტორან "ვოქსში" გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია "რესტორან "ვოქსის" მიმდებარედ არსებული შენობებიდანაც მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, შენობები დაეტოვებინათ, რადგან ხანძრის გავრცლების საფრთხე არსებობს.

“10-ზე მეტი სახანძრო მუშაობს, ვერ ხერხდება ჩაქრობა.... ქარია და არის საფრთხე რომ გადავიდეს კორპუსებზე“, - აცხადებენ ადგილობრივები.