ავტორი:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.