კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
კიევში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ენერგოსისტემაში სიტუაციის დასტაბილურებამდე გათიშვის ნორმალური გრაფიკი არ იმოქმედებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 15 მათგანი გაანადგურეს.