ავტორი:

"მეფე მესი" და "მთელი ეპოქის კაპიტანი" - როგორ ულოცავენ ლეოს მსოფლიო ჩემპიონობას პელე, რონალდო, ბექჰემი და ფეხბურთის სხვა ლეგენდები

"მეფე მესი" და "მთელი ეპოქის კაპიტანი" -  როგორ ულოცავენ ლეოს მსოფლიო ჩემპიონობას პელე, რონალდო, ბექჰემი და ფეხბურთის სხვა ლეგენდები

არგენტინის ნაკრები და მისი კაპიტანი ლიონელ მესი, გულშემატკივართა არმიასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობენ. არგენტინამ ურთულეს ბრძოლაში პენალტების სერიით სძლია საფრანგეთს და ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ მსოფლიო თასიც ასწია

საფეხბურთო სამყარო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამარჯვებას აღნიშნავს.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე სოციალურ ქსელში არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობას ასე გამოეხმაურა:

"როგორც ყოველთვის, ფეხბურთი თავისი ისტორიის გადმოცემას აგრძელებს. მესიმ თავისი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.

ჩემმა მეგობარმა მბაპემ მუნდიალის ფინალებში უკვე 4 გოლი გაიტანა. ჩვენი სპორტის მომავლისთვის ამ სპექტაკლის ყურება შესანიშნავი საჩუქარი იყო.

არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, ახლა დიეგო იღიმის".

დიდმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა, რომელიც ფინალს კატარში, შვილთან ერთად ესწრებოდა, მატჩის დასრულების შემდეგ მესის ბაშვობისა და გუშინდელი მატჩის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"მეფე მესი“.

"დიდებული, ჭეშმარიტად დიდებული... შენ ეს დაიმსახურე, მესიმ ეს დაიმსახურა", - დაწერა "ტვიტერზე" კიდევ ერთმა დიდებულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა.

Glorious. Truly glorious. Congratulations Argentina. You deserved it. Messi deserves it.
— Gary Lineker 💙💛 (@GaryLineker) December 18, 2022

"გილოცავ, ძმაო!" - დაწერა სოციალურ ქსელში მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა და მესის ფოტო გამოაქვეყნა.

Felicidades Hermano 👏🏽 #leomessi pic.twitter.com/5XClpQf15y
— Neymar Jr (@neymarjr) December 18, 2022

"გილოცავ, არგენტინა! დაუჯერებელი თამაში, საუკეთესო დასასრულით. მესი გასაოცრად ასრულებს თავის დაუჯერებელ კარიერას. მაგრამ ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, მბაპემ შეასრულა ჰეთ-თრიკი და შინ ცარიელი ხელებით წავიდა", - დაწერა "ტვიტერზე" ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა.

"ამ ბიჭის ფეხბურთი უმნიშვნელოს ხდის ნებისმიერ დაპირისპირებას. მე ვნახე უამრავი ბრაზილიელი და სხვა ხალხები მთელ მსოფლიოში, ვინც გულშემატკივრობდა მესის და ეს იყო შთამბეჭდავი ფინალი, ღირსეული გენიისთვის, რომელიც არა მხოლოდ ჩემპიონატის ვარსკვლავი, არამედ მთელი ეპოქის კაპიტანია. გილოცავ, მესი", - დაწერა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ "ტვიტერში".

O futebol deste cara joga pra escanteio qualquer rivalidade. Vi muito brasileiro - e gente do mundo inteiro - torcendo pelo Messi nesta final eletrizante. Uma despedida à altura do gênio que, muito além de craque da Copa, capitaneou uma era.

Parabéns, Messi! pic.twitter.com/djwuKJzexa
— Ronaldo Nazário (@Ronaldo) December 18, 2022