ავტორი:

იტალიაში 23 წლის ქართველი მამაკაცი მობილურის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში 23 წლის ქართველი მამაკაცი მობილურის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ნეაპოლში მობილურის ქურდობის ბრალდებით 23 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა იმ დროს, როდესაც მას ქალი უკან მისდევდა და საკუთარი მობილურის დაბრუნებას სთხოვდა.

გამოცემის თანახმად, პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

ნივთი მფლობელს დაუბრუნეს.