ავტორი:

"დასაწყევლი ალაყაფიდან ვიღაცამ არგენტინის ფორმით გამოანათა, ახლოს რომ მივედი, სოფო ყოფილა ქმართან პაემანზე... ნიკა ხმაჩაწყვეტილი დამხვდა" - რას წერს ეკა ხერხეულიძე

"დასაწყევლი ალაყაფიდან ვიღაცამ არგენტინის ფორმით გამოანათა, ახლოს რომ მივედი, სოფო ყოფილა ქმართან პაემანზე... ნიკა ხმაჩაწყვეტილი დამხვდა" - რას წერს ეკა ხერხეულიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ციხეში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად იყო, სადაც გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი არგენტინის ფორმაში შემოსილი შეხვდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გვარამია არგენტინის გულშემატკივარია.

"ნიკასთან ვიყავი. იმ დასაწყევლი რკინის ალაყაფიდან ვიღაცამ არგენტინის ფორმით გამოანათა. ახლოს რომ მივედი, სოფო ყოფილა ქმართან პაემანზე. საყვარელი ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად მისულა სათანადოდ შემოსილი.

თავად ნიკა ხმაჩაწყვეტილი დამხვდა - ჯერ ჰააგაში გამარჯვების გამო ვბღაოდი საკანში და მერე არგენტინის გამარჯვებას შევწირე იოგებიო", - წერს ეკა ხერხეულიძე და სოფო ლილუაშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.