"ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ელოდება როდის განახლდება "სერია A" და ჩემპიონთა ლიგა, რათა მოედანზე დაბრუნდეს და თავისი თამაშით ფანები არაერთხელ გაახაროს, ნეაპილში, Apple Academy-ში სტუდენტებს შეხვდა.
ხვიჩამ ნეაპოლზე, ადაპტაციაზე და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ნეაპოლიტანელები ფეხბურთით ცხოვრობენ, ეს ამ ქალაქში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენი. სასწაული იყო ჩემთვის მარადონას სტადიონზე პირველი თამაში, მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი.
ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ნეაპოლელს და თითოეულ გულშემატკივარს რომ ასე თბილად მიმიღეს თავიანთ სახლში.
დიდი პასუხისმგებლობაა როცა ამდენ ხალხს ასე უყვარხარ და ასეთ პატოვს გცემენ. ეს ბოლომდე უნდა დაუფასო. რაც შეეხება მიზანს, "ნაპოლის" მიზანია რომ ტიტულები მოვიგოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.
ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - თქვა კვარაცხელიამ შეხვედრისას.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/sqGdrf2VEFo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>